LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებს

354
shutterstock-1352855363

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში 7 მლნ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

“ახალი პროექტი Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) 5 წლიანია და გულისხმობს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერებისა და მათემატიკური უნარების განვითარებას. ასევე, საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას”, — წერია განცხადებაში.

USAID საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარებაში დაეხმარება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებასაც. ამერიკული მხარის ინიციატივით, პროგრამის ფარგლებში “ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი” (ETA) პროექტი განხორციელდება. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლების და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას. უწყების ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება.

https://www.facebook.com/MESGeorgia/posts/3672423152775403?__xts__[0]=68.ARBhgUv04I-00NtDJG_hqrES16lfMiFTiZtPNEzTfBh1FHlPMgAYq9mFiTT9IODLfeVZgAmqWFzI1m_GJx3jtv8gRa2jQZmly_4Pnv3zgACPPiZATn2Z1tZY3gD4z5yF05jLIo55-56GA1tJGR1WF7UisZhH327-iUHOHpRA2NI3urUVmzXxI91sxmt5yKh4PadOvq6BkP2m0nLvdfuu4TgsA_u0JyPPifqAbho1wYKv5aZ8LUwmzQpVkdSbB4kjF0O_EriGm5u5e69A5uqfML7g4OduXcgrUQn1EO5NqV2E2DLUxHUKcKsJN0m0nyhwww6yq_hObbS1RcsaTF0BYxanOw&__tn__=-R

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები