LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი და რუსი ელჩები საკუთარი საქმიანობის ადგილებს დაუბრუნდებიან: ვლადიმერ პუტინი

79
პუტინიი

ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელი და რუსი ელჩები საკუთარი საქმიანობის ადგილებს დაუბრუნდებიან.

მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, დაიწყებენ კონსულტაციებს კომპლექსურად დიპლომატიური კუთხით ურთიერთქმედებებისთვის.

ბაიდენისა და პუტინის პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამიტი გაფართოებულ ფორმატში გრძელდება

„რაც შეეხება ელჩების დაბრუნებას საკუთარი საქმიანობის ადგილზე, მოსკოვში ამერიკელი ელჩებისა, ხოლო ვაშინგტონში რუსი ელჩებისა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ საქმიანობის ადგილებს, ხოლო კონკრეტულად როდის, იქნება ეს ხვალ თუ ზეგ, არის წმინდად ტექნიკური ხასიათის საკითხი. ასევე შევთანხმდით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, დაიწყებენ კონსულტაციებს კომპლექსურად დიპლომატიური კუთხით ურთიერთქმედებებისთვის. აქ არის სასაუბრო, დაგროვდა ბევრი თემა. მგონია, რომ ორივე მხარე, მათ შორის აშშ განწყობილია, რომ იპოვოს გამოსავალი“, – აღნიშნა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები