LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძის შემდეგ თანამდებობა ნიკოლოზ გამყრელიძემაც დატოვა – რა სახელდება მიზეზად?

986
ამირანი და ნიკოლოზ გამყრელიძე

ნიკოლოზ გამყრელიძე 2023 წლიდან “საქართველოს კაპიტალის”CEO აღარ გახდება, – ამის შესახებ განცხადება “საქართველოს კაპიტალმა” ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.

ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ მან „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის პოსტიც დატოვა.

„ფორტუნა“ ინფორმაციის დასაზუსტებლად ნიკოლოზ გამყრელიძეს დაუკავშირდა.

მან დაგვიდასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს და დასძინა, რომ საკითხზე მეტს მოგვიანებით ისაუბრებს.

არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ნიკოლოზ გამყრელიძე მეოთხე შვილს ელოდება და სურს, დრო მთლიანად ოჯახს დაუთმოს.

შვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ფორტუნასთან“ მოკლე კომენტარით გამოეხმაურა ამირან გამყრელიძე.

„ჩემი შვილი დამოუკიდებელი პიროვნებაა“, – გვითხრა მან.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  „საქართველოს კაპიტალის“ CEO-ს თანამდებობას ნიკოლოზ გამყრელიძე დაიკავებს, რომელსაც მანამდე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, 2023 წლიდან ირაკლი გილაური აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g