LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტიის პროექტზე, რომელიც ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ დარღვევებს და დაკავებებს ეხება, კომიტეტმა მუშაობა დაიწყო: ოხანაშვილი

85
ანრი ოხანაშვილი

“იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელიც შეეხება “2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას”, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

მისი განცხადებით, მმართველი პარტიის ამოცანაა, პროცესი შეყოვნების გარეშე წარიმართოს და კანონპროექტის ინიცირებაც მალე მოხდეს:

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკური პარტიების მიერ ევროკავშირის დოკუმენტით – “სამომავლო გზა საქართველოსთვის” ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელიც შეეხება “2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას.

რატომ არ უნდა გავრცელდეს ამნისტია სამართალდამცავებზე - თამარ ონიანი განმარტავს

"თუ ვინმეს კითხვა შეიძლება გაუჩნდეს, რატომ არ უნდა გავრცელდეს ამნისტია სამართალდამცველთა მიმართებით ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი"

მმართველი გუნდის ამოცანაა, ეს პროცესი შეყოვნების გარეშე წარიმართოს და 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში კანონპროექტის ინიცირება მოხდეს.

კონსულტაციები იგეგმება იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას.” – წერს ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზე. საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებზე, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება.

პოლიციელის მხრიდან არ იქნებოდა გადამეტება, რომ არ ყოფილიყო მომიტინგის მხრიდანაც, ამნისტია უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე: ქადაგიშვილი

 

 

mazda magti 5g