LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ან წევს ან ზის, რომ დგება წაბარბაცდება ხოლმე და სჭირდება დრო წონასწორობა შეინარჩუნოს” – გიული ალასანია სააკაშვილის მდგომარეობაზე

90
გიულიიი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე და სააკაშვილის საკითხზე ევროპელი პოლიტიკოსების პოზიციაზე ჟურნალისტებთან კომენტარისას ისაუბრა.

“თანაუგრძნობენ და ძალიან ცდილობენ ეს მდგომარეობა შეცვალონ – ეს ხდებოდა ბრიუსელში. ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, ძალიან საინტერესო ადამიანებთან”, – ამბობს გიული ალასიანია და პასუხობს კითხვას, რა პოზიცია აქვთ ბრიუსელში სააკაშვილის გადაყვანის თაობაზე:

“ერთხმად, პირობად ჩაგვიწერეს და დანარჩენი ჩვენი გადასაწყვეტი და გასაკეთებელია, ძალიან ბევრი იმეორებდა იმას, რომ თქვენ გასაკეთებელ საქმეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, დანარჩენი თქვენ უნდა გააკეთოთ”.

სააკაშვილის დედამ შვილის მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი.

“ძირითადად ან წევს ან ზის, რომ დგება წაბარბაცდება ხოლმე და სჭირდება დრო რომ წონასწორობა შეინარჩუნოს” – ამბობს გიული ალასანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები