LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს“

143
მიხეილ სააკაშვილი უვიზო რეჟიმის გადახედვაზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმებაზეც არის საუბარი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

„ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისათვის, ევროპარლამენტმა რეზოლუცია 25 აპრილს მიიღო. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს.

Posted by Mikheil Saakashvili on ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები