გოგონა, რომელიც ინოლა გურგულიას სიმღერით ერთ ღამეში გახდა პოპულარული – ანა უზნაძე ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს.
„ჩემი აზრით, ჩემმა თანატოლებმა არ იციან, რა დიდი სიამოვნებაა, შეასრულო ქართული სიმღერა, იგრძნო და განიცადო ის, რაც კომპოზიტორმა ჩადო ამ სიმღერაში. როცა ისინი ჩასწვდებიან ამ ემოციებს, დარწმუნებული ვარ, არა მარტო მოუსმენენ, თავადაც იმღერებენ. უკვე შეცვლილია ჩემი თაობის დამოკიდებულება და ბევრმა დაიწყო ქართული სიმღერის შესრულება…“