LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიაში მიწის ნაკვეთი 1 ლარად იყიდება

217
372-2

ანაკლიაში მდებარე 4946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, სასტუმროს ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით 1 ლარად იყიდება.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ანაკლიაში მდებარე 4946 კვ.. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობანაგებობა 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებებით, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა სასტუმროს ასაშენებლად არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მიწის შესყიდვის შემდეგ, სასტუმრო კომპლექსი ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვისმიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები