LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტას აქვს შინაგანი სისხლდენა, ორგანიზმი ვეღარ ეგუება აპარატს – როგორია ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა

1962
BeFunky-collage (7) (1)

ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მის მხარდამჭერ ჯგუფში.

ამჯერად, მარიკა ხუციშვილი ავრცელებს ინფორმაციას ანიტას მდგომარეობის შესახებ. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ვიცით, ყველა ღელავთ… თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობაც, ინფორმაციას გაგებისთანავე გაწვდით.

? ანიტას აქვს შინაგანი სისხლდენა, რაც
სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზმი ვეღარ ეგუება ეკმოს აპარატს.

? ექიმ ბალაკრიშნანის თქმით, ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს, იგი ცდილობს მოძებნოს საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ამ ეტაპზე განიხილება გულის ორივე პარკუჭზე აპარატის დაყენება, თუმცა გასათვალისწინებელია სეფსისის კუთხით მდგომარეობა.

? გაკეთდა სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომლის პასუხსაც გარკვეული დრო სჭირდება.

? როგორც აგვიხსნეს, სისხლდენა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, ამიტომ, გრძელდება მკურნალობა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები