LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის დეპრესია სამოსზე აისახა, მსახიობი მხოლოდ შავი ტანსაცმლით დადის

521
joli20218

ანჯელინა ჯოლი ბოლო დროს პრაქტიკულად ყოველ ჯერზე შავი ფერის სამოსით ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ექსპერტები ამბობენ, რომ  ეს მსახიობის ხასიათისა და დეპრესიის ბრალია, რაც მის სამოსზე აისახა. ბრედ პიტთნ განქორწინების შემდეგ, ენჯის სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, ამას დაერთო რთული სასამართლო პროცესები ბავშვების თემაზე და მსახიობმაც ამხელა ზეწოლას ვერ გაუძლო.

ამჯერად ჯოლი უქმეებზე შვილებთან ერთად გადაიღეს. ის შაილოსთან და ზაჰარასთან ერთად სასეირნოდ იყო გამოსული. ამჯერადაც მსახიობმა არჩევანი შავი ფერის პალტოზე გააკეთა, რომელიც მაღალყელიან ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები