LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანკა ვასაძე მეორე შვილს ელოდება – „ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია…“

306
thumbnail

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული და „რუსთავი 2“-ის გასართობი შოუს „დიდი ამბავი“ წამყვანი, ანკა ვასაძე ჟურნალ ,,სარკეს“ დიდ სიახლეს უმხელს. როგორც ის ამბობს, მეორე შვილს ელოდება. მისი პირველი შვილი ათი წლის გახლავთ.

ანკამ ინტერვიუ წლის შეჯამებით დაიწყო და აღნიშნა:

„2020 წლის დასაწყისი არაჩვეულებრივი იყო. დაიწყო პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გამარჯვებით და გაგრძელდა თემურ ჩხეიძესთან რეპეტიციებით. გაზაფხულიდან კი, ჩემთვისაც ყველაზე რთული პერიოდი დაიწყო: ბაბუა გარდაიცვალა, ოთხი თვის შემდეგ – ბებია. ძალიან მძიმე იყო…“

როგორც ანკა ამბობს, ეს წელი მაინც გამორჩეულია: „სიახლის ეტაპია, რაც ყველაზე დიდი ამბავია დედისთვის. ველოდები მეორე შვილს. ჩემს ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, მაისში გოგონა გვეყოლება. ნიკოლოზის გაჩენიდან 10 წელი გავიდა და ეს დიდი სიხარულია ჩვენთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები