LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 43 ადამიანი

1544679397-47578763_10218310916426717_7900255499591876608_n

ანკარაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 43 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია NTV გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სადგურთან ესტაკადას შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ვაგონი ამოტრიალდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მატარებელი ანკარა-კონიას რეისს ასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები