LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლმა ,,შავნაბადამ“ სააღდგომო საგალობლების აუდიოალბომი გამოუშვა

309
shavnabada

ანსამბლ „შავნაბადას“ ახალ ალბომს, რომელშიც თითოეული საგალობელი ცალ-ცალკე ხმებადაა დაშლილი, თან ერთვის სანოტო კრებულიც. ის ხელმისაწვდომია როგორც დაბეჭდილი, ასევე ელექტრონული სახით და უფასოა ყველა მსურველისთვის, რომელმაც  შესაძენად ანსამბლს ოფიციალურ გვერდზე უნდა მისწეროს.

ანსამბლი ,,შავნაბადა“ 2012 წლიდან ამზადებს საგალობლების სასწავლო გამოცემებს.  ამ დროისათვის უკვე გამოცემულია ,,წირვის“, ,,ლოცვის“, ,,მღვდლად კურთხევის“, ,,ქორწინების“, ,,ნათლობის“ და უკვე „აღდგომის“ საგალობლების კრებულები.

გამოცემამ არაერთ ინდივიდუალურ შემსრულებელს, თუ გუნდს მისცა საშუალება, დაუფლებოდა ლიტურგიკული საგალობლების  ცოდნას. “სააღდგომო საგალობლების“ ალბომის ხმის რეჟისორები რამაზ ჭურაძე და ბაკო ხვიჩა არიან. სანოტო დანართის რედაქტორი მალხაზ ერქვანიძე.

სანოტო კრებულის ელექტრო ვერსიის გადმოსაწერად შესაძლებელია შემდეგ ბმულზე,  https://cutt.ly/GvL49rl.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები