LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკი არეშიძემ დემნა გვასალიას შექმნილი პიჯაკი მოირგო (ფოტოები)

anuki

კახი კალაძესა და ანუკი არეშიძეს განსაკუთრებულად მოსწონთ დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კოლექციები, იქნება ეს „ბალენსიაგა“ თუ „ვეტმანი“. მცირე ხნის წინ კახი კალაძე ვნახეთ „ვეტმანის“ ზედაში გამოწყობილი. ანუკის კი არაერთხელ მოურგია „ბალენსიაგას“ ესა თუ ის ფეხსაცმელი.

ახლახან ანუკი არეშიძე „ვეტმანის“ კუბოკრული პიჯაკით გამოჩნდა. მოგვიანებით „ინსტაგრამზე“ ფოტო გააზიარა, სადაც პიჯაკი ზურგით აქვს გადაღებული და მას ცნობილი წარწერა vetements ამშვენებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძმების, გვასალიების მიერ შექმნილი ეს ბრენდი, რომელიც ქართულად ტანსაცმელს ნიშნავს, ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და საკმაოდ ძვირი ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები