LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აპოკალიფსი აწი ნახეთ, ცუნამი მოდის, დროზე აიცერით“ – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს

644
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმიანება ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთში კოვიდრეგულაციები შემსუბუქდება.

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ცუნამი მოდის“ და მოსახლეობას კოვიდის ვაქცინის გაკეთებას ურჩევს:

„შევარდნაძე გამახსენდა: „ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ“…

აპოკალიფსი აწი ნახეთ…

რაც მთელი მსოფლიო აგინა და წყევლიდა, საბოლოოდ „ადრესატამდე მივიდა“.

გითხარით, ცუნამი მოდის…

გირჩევთ, ვინც სადაც ხართ, დროზე აიცერით რითაც შეგიძლიათ და პირბადე ცხვირზე გაიკეთეთ… ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩინეთის ხელისუფლება კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით არსებულ მკაცრ პოლიტიკას ამსუბუქებს. ინფიცირებულებს, რომელთაც აქვთ დაავადების უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობა, კარანტინის გავლას ახლა უკვე სახლში შეძლებენ და აღარ იქნება სახელმწიფო დაწესებულებებში კარანტინის ვალდებულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები