გთავაზობთ Apple TV+-ის პოპულარული სერიალების ნაკრებს, რომელიც ყველა კინომოყვარულმა უნდა ნახოს.

„ითქვას სიმართლე“ (Truth Be Told) – მართალია, თავის დროზე პოპი პარნელმა ხმაურიანი მკვლელობის გახსნით გაითქვა სახელი, მაგრამ ახალი სამხილების აღმოჩენის შემდეგ იძულებული ხდება უორენ კეივს შეხვდეს, რომელიც შესაძლოა სწორედ მისი შეცდომის გამო მოხვდა ციხეში.

„დაინახე“ (See) – მსხვილბიუჯეტიანი სამეცნიერო-ფანტასტიკური საგის მოქმედება მომავალში ვითარდება, როცა ადამიანები კარგავენ მხედველობას. მართალია, დამაინტრიგებელი იდეის წყალობით ფილმის ავტორებმა მომავლის საოცარი ვიზუალური სამყარო შექმნეს, მაგრამ ვერ მოახერხეს პერსონაჟების დამუშავება.

„კაცობრიობისთვის“ (For All Mankind) – ფანტასტიკური ფილმი მაყურებელს საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების დაპირისპირებაზე მოუთხრობს. სერიალის ავტორებმა საკუთარ ვერსია წარმოადგინეს, თუ რა ელოდა სამყაროს ორ ქვეყანას რომ არ დაესრულებინა ბრძოლა კოსმოსში გავლენის მოპოვებაზე.

„ცხოვრების რიტმში“ (Physical) – ფილმის მთავარ გმირს როუზ ბირნს უიღბლო ქორწინება და ჭარბი წონა ტანჯავს. ე.წ. ცნობიერების დინების მეთოდის გამოყენებით ფილმის ავტორებმა მაყურებელს როუზის შინაგან სამყაროში შეღწევის და ქალისთვის დამახასიათებელი განცდების – შინაგანი ძიების, თვითრწმენის დაკარგვისა და სასოწარკვეთის საკუთარ თავზე გამოცდის საშუალება მისცეს.

„ჯეიკობის დაცვისას“ (Defending Jacob) – კრიმინალური დრამის მთავარი პერსონაჟები მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯეიკობის მშობლები არიან, რომლებიც რთულ სიტუაციაში გამოსავლის მოძიებას და შვილის გადარჩენას ცდილობენ.

„დიკინსონი“ (Dickinson) – კომედიურ ფილმში, რომლის თითოეული სერია მხოლოდ 15 წუთს გრძელდება, სცენარის ავტორმა ალიონა სმიტმა სრულიად განსხვავებულად წარმოადგინა ცნობილი პოეტი ემილი დიკინსონი და ერთგვარ ბუნტისთავ მოზარდად აქცია, რომელიც მე-19 საუკუნის საზოგადოებაში დამკვიდრებულ პატრიარქალურ წყობას აუჯანყდა.

„მოსამსახურე“ (Servant) – შვილის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ტკივილით გონებადაბინდული მშობლები „თოჯინას“ აღზრდას ცდილობენ, თუმცა სახლში ძიძა ჩნდება, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

„სპილოების დედოფალი“ (The Elephant Queen) – დოკუმენტური ფილმი სპილოების აფრიკულ მოგზაურობაზე, მაყურებელს პირველ რიგში საოცარი პეიზაჟებით და  ატმოსფეროთი ხიბლავს.

„დილის შოუ“ (The Morning Show) – სერიალი ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის მონაწილეობით, Apple TV+-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია, რომელიც თავისი მასშტაბურობით „სამეფო კარის თამაშებსაც“ არ ჩამორჩება.

„მითიური ძიება“ (Mythic Quest) – მართალია, ფილმი უმსხვილესი კომპიუტერული თამაშის შემქმნელებზე მოუთხრობს მაყურებელს, მაგრამ წინა პლანზე მაინც ყოველდღიური ყოფითი პრობლემებია წამოწეული. აღსანიშნავია ეპიზოდი პანდემიაზე, რომელშიც განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა 2020 წლის გლობალური თვითიზოლაცია.

„ტედ ლესო“ (Ted Lasso) – მართალია, ოპტიმისტი ტედ ლასოს ისტორია, რომელიც ინგლისის საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობას გეგმავს, მომენტებში ნაკლებად დამაჯერებელი და აშკარად მოგონილია, მაგრამ სერიალი მაინც ახერხებს რეალურობის შენარჩუნებას.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები