LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქამდე მოვედი ხალხის კეთილი ნებით, თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია” – მარიამ ტატანაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

133
fafafa

მარიამ ტატანაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

გოგონა 2021 წლის 15 იანვარს ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მარიამი საზოგადოებას საკუთარ ამბავს უზიარებს და აღნიშნავს, რომ ხალხის დახმარების იმედი აქვს.

„მე მარიამ ტატანაშვილი 2021წლის 15 იანვარს მოვყევი ავარიაში რის შემდეგაც აქტიური ოცნებებით და მიზნებით სავსე გოგო დავემსგავსე გალიაში გამოკეტილ ჩიტს, რომელსაც გულით ისევ სწადია იფრინოს… დამეთანხმებით 18 წელი ისეთ ასაკია, როდესაც ჩვენში ყველაფერი უფრო ლამაზია უფრო მარტივია სიცოცხლე მეტად ჩქეფს ამ დროს გგონია, რომ თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ თუმცა ამ შემთხვევამ მე საპირისპირო მდგომარეობაში ჩამაყენა, გამომკეტა ოთხ კედელში და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებაც აღარ დამიტოვა…

15 იანვარს გაჩერებულ ტრაილერს დავეჯახეთ მანქანაში 5 ადამიანი ვიმყოფებოდით ერთადერთი კარგი ამ ამბიდან ის არის, რომ ამ ავარიას მხოლოდ ერთი დაზარალებული ჰყავს ჩემი სახით სხვები უვნებლად გადარჩნენ მე უკანა სავარძლის შუა ნაწილში ვიჯექი დარტყმის ძალამ წინ გადამისროლა, რის შედეგადაც მივიღე მრავლობითი დაზიანება კერძოდ:

ყბა სახის მრავლობითი მოტეხილობა, დავკარგე მარჯვენა თვალის სრულებით ხოლო მარცხენა თვალი მხოლოდ მკვეთ სინათლეზე რეაგირებს, დავკარგე მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი, და მარჯვენა ფეხის ხუთივე თითი, მოტეხილი მაქვს მარცხენა ფეხის წვივის სამივე ძვალი, დატრომბილი მქონდა ორივე ფილტვი, უამრავი შრამი სხეულსა და სახეზე, ორ თვე ნახევარი ვიმყოფებოდი რეანიმაციურ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე ორი კვირა ბუნებრივ კომაში და ორი თვე ხელოვნურ კომაში.

ჯამში სულ გაკეთებული მაქვს 12 ოპერაცია კერძოდ: თითების ამპუტაცია, წვივის ძვლების რკინებით აწყობა, ოთხი ყბა სახის ქირურგია სახის თითქმის ყველა ძვალი ხელოვნური მაქვს, ორი ოპეაცია მარჯვენა თვალზე ერთი ძვლებისგან და სისხლისგან გაწმენდა და მეორე სრულებით ამპუტაცია , მარცხენა თვალზე ოთხი ოპერაცია.

ავარიიდან მხოლოდ წინ გასროლის მომენტი მახსოვს სიზმარივით ხოლო გადმოცემით ვიცი, რომ ვყიროდი “მიშველეთ თვალები მეწვის და ვერაფერს ვხედავთქო” ამჟამად გასაკეთებელი მაქვს:

მარცხენა თვალზე ოპერქციები იმისათვის, რომ ცალი თვალით მაინც დავინახო და ისევ შევძლო დამოუკიდებლად ელემენტარული რაღაცების კეთება, თითების პროთეზირება, რადგან ძალიან დიდ ტკივილს და დისკომფორტს მიქმნის, კბილები რომ საკვების მიღება ნორმალურად შევძლო და კუჭ-ნაწლავი არ დამიზიანდეს, შრამების მოშორება, და მარჯვენა თვალი, რომელიც ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებს, რომლის გადანერგვაც, სამწუხაროდ, საქართველოში არ ხდება ეს კეთდება გერმანიაშია და დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული…

აქამდე მოვედი ხალხის კეთილი ნებით და მათი დახმარებით მჯერა, რომ ამ რთულ გზაზე ბოლომდე გამყვება ამ ხალხის თანადგომა რაც ყველაზე მეტად მჭირდება, მჭირდება იმისთვის, რომ მეც როგორც სხვა სრულფასოვანმა ადამიანმა შევძლო ცხოვრება ავიხდინო ჩემი ბავშვობის ოცნება და განვითარდე გამოვადგე სხვას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საკუთარ თავს რომ ელემენტარული შევძლო საკუთარი თავის მოვლა … შეიძლება ხალხმა იფიქროს, რომ ეს ყველაფერი ფუფუნებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე ეს უბრალოდ მჭირდება იმისთვის, რომ შევძლო ვიყო ის ძველი მარიამი ან მასთან მიახლოებული მაინც, რომელიც შეძლებს რაღაცების გაკეთებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად გამიქარწყლებს იმ ტკივილს რაც ამ დღის შემდეგ მაქვს.

ჩემთვის თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია რადგან მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება წვრილმანებით და ყველაფერი ეს უფრო დამაახლოვებს ჩემ ძველ ცხოვრებასთან, სადაც დამოუკიდებლად სიარული შემეძლო, მქონდა ჩემი საქმე არ მქონდა შიშები, შემეძლო დავხმარებოდი საკუთარ თავს და სხვებს… თქვენი იმედი მაქვს ❤️მადლობა წინასწარ,” – აღნიშნავს მარიამ ტატანაშვილი.

ვისაც გაქვთ მარიამის დახმარების სურვილი, შეგიძლიათ, თანხა შემდეგ ანაგრიშებზე ჩარიცხოთ:

თიბისი ბანკი #GE71TB7166645064300035

მიმღები: leila gerci

საქართველოს ბანკი: GE62BG0000000162441132

მიმღები: mariam tatanashvili

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები