LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციები უნდა გაჩერდეს, პროვოცირებაა სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის – გომელაური

258
gomaluri dbbd

შინაგან საქმეთა მინისტრი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. ვახტანგ გომელაური გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და მიიჩნევს, რომ აქციები, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, ოჯახს ვუსამძიმრებ. ამას მოჰყვა ორი სუიციდის ფაქტი – ერთი მოხდა ბათუმში და მეორე სამეგრელოში, რომელიც არასრულწლოვანი იყო.ვფიქრობ, ეს აქციები უნდა გაჩერდეს ჩემი აზრით, ეს არის პროვოცირება პირდაპირი ამ სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის,”- აცხადებს გომელაური.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სახელმწიფო ინსპექტორმა კი სწორედ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ გამომიძებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები – სახელმწიფო ინსპექტორი

“მას სთხოვდნენ, იძულების წესით მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ” – სახალხო დამცველი

ბოლო წლებში საზოგადოებას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც მოქალაქეებმა პოლიციელები შესაძლო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ამხილეს. საზოგადოება აღნიშნულ შემთხვევებს აქტიურად აპროტესტებს. აღსანიშნავია, რომ თითქმის არცერთ შემთხვევაში სამართალდამცველების პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში საპროტესტო განწყობა არ ქრება.

წლების წინ მომხდარი შემთხვევების შემდეგ, ადამიანები დამნაშავეების დასჯას ამ დრომდე ითხოვენ და სამართლიანობის აღდგენას ელოდებიან.

როდესაც პოლიცია ძალადობს – ბოლო დროის გახმაურებული შემთხვევები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები