LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები – სახელმწიფო ინსპექტორი

985
15940606-1731564896869704-5006766960227690418-n (2)

“გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა პრობლემები”,- ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ  დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ლონდა თოლორაიას თქმით, დასტურდება რომ არასრულწლოვანის გამოკითხვისას დაირღვა მისი უფლებები და ასევე გამომძიებლის მხრიდან იყო მუქარაც.

“ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა მ.ჩ-მ უთხრა ლ.ს-ს, რომ არაღიარების შემთხვევაში მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა პრობლემები. ასევე,

ლუკა სირაძის საკითხი პარლამენტში - შეხვედრები კომიტეტებში და შეფასებები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ბავშვთა კოდექსზე მუშაობა 3 წლის წინ დაუწყია და მომავალ წელს მიიღებდნენ.

გამომძიებელმა არასრულწლოვანს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბერებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე, სხვა არასრულწლოვნები”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ლუკა სირაძის გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდა ამისა,სახელმწიფო ინსპექტორის, ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძე გამოკითხვის დროს დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში პოლიციაში მარტო იყო. ლონდა თოლორაიას თქმით, არასრულწლოვანს დაუსვეს გარკვეული კითხვები და მონაცემების მოსატანად მშობელი სახლში წავიდა პოლიციის თხოვნის საფუძველზე.

“დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მშობელმა დატოვა პოლიციის განყოფილება და ბავშვი რჩება პოლიციის დაწესებულებაში მარტო. ჩვენ გვაქვს კამერების ჩანაწერები, თუ როგორ ხდება და რა ხდება ბავშვთან მიმართებით. აკრძალულია სამუშაო სივრცეში თანამშრომლების აუდიო მოსმენა, ამიტომ ეს არცერთ დაწესებულებაში არ ხდება, შესაბამისად არც პოლიციაში”.

ინსპექტორის თქმით, ფსიქოლოგი არც სკოლაში და არც პოლიციის განყოფილებაში არ ესწრებოდა გამოკითხვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g