LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ არსებობს შანსი ამ რეჟიმის გადარჩენის… ჩვენ არ ვყალბდებით” – ნიკა მელია

114
BeFunky-collage (5)

“ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს”- ამ სლოგანით პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო. ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.

აქციის მონაწილეებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ მიმართა.

“რამდენიც არ უნდა დაგვშალონ, კვლავ შევიკრიბებით უფრო ბევრნი. რამდენჯერაც არ უნდა ეცადონ შეშინებას, უფრო გაძლიერებულები გამოვდივართ, რამდენჯერაც არ უნდა ეცადონ გაყალბებას, ჩვენ არ ვყალბდებით” – მიმართა ნიკა მელიამ მოქალაქეებს.

მისი თქმით, დღეს შეკრებილ ადამიანებს თავისუფლება აერთიანებთ.

“ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ, ჩვენ პატივს ვცემთ ამ მოცემულობას, მაგრამ ერთი მიზეზით ვიკრიბებით და ეს არის ჩვენი ძალა”- თქვა მელიამ და დასძინა, რომ რეჟიმი ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ამ ერთობაში.

“არ არსებობს შანსი ამ რეჟიმის გადარჩენის. მთავარი ბრძოლა არის ახლა” – ამბობს მელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები