LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ღირს პაემანზე წასვლა, თუ არავინ გელის“ – ხოაკინ ფენიქსის ცნობილი გამონათქვამები

5887
ხოაკინ ფენიქსი

ბრწყინვალე კარიერა მსახიობს ჯერ კიდევ ბავშვობაში უწინასწარმეტყველა ძმამ, თუმცა არავინ დაუჯერა. დღეს ხოაკინ ფენიქსის ფილმოგრაფიაში უამრავი არაჩვეულებრივი ფილმია თავმოყრილი, თუმცა ფენიქსს მაინც კრიტიკული, ზოგჯერ ცინიკური დამოკიდებულება აქვს საკუთარი ნამუშევრების მიმართ.

fortuna.ge გთავაზობთ ხოაკინ ფენიქსის ფრაზებს:

  • ფილმებში ბოროტება სიკეთეს ესხმის თავს და საბოლოოდ მარცხდება, რეალურ ცხოვრებაში კი, სხვანაირადაა – ბოროტს ყოველთვის შეუძლია კეთილის ცდუნება.
  • ჩემი ცხოვრება ხუმრობას ჰგავს. ზოგჯერ მგონია, ვიღაც ბოროტად მეხუმრა, ოღონდა არ ვიცი, რატომ?!
  • რა თქმა უნდა, ტელევიზორში ყოფნა ჯობია მთელი ცხოვრება მის წინ ჯდომას.
  • არ მომწონს გრძნობების სიტყვებად ქცევა, რადგან ვერასდროს იტყვი ბოლომდე იმას, რასაც გულწრფელად გრძნობ.
  • ძალიან მიყვარს ტყეში სეირნობა. საერთოდ იქ მიყვარს ყოფნა, სადაც ვერავინ მომაგნებს.
  • პოპულარობას შეჩვევა რთულია, ბევრად მარტივია შეეჩვიო ქრონიკულ დაავადებას.
  • ყველას აქვს სისუსტე, ჩემი სისუსტე – სიზარმაცეა, რადგან არასდროს ვისწრაფვი სრულყოფილებისკენ.
  • ზოგჯერ მგონია, რომ მხოლოდ იმიტომ მიწვევენ როლზე, რომ ყველა სხვა მსახიობი დაკავებული იყო.
  • ყოველთვის ვერიდები იმ ადამიანებს, ვინც ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ პერსონას.
  • ახალგაზრდობაში მხოლოდ გართობა, ბევრი სასმელი, ქალებთან ურთიერთობა მინდოდა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ არც ქალებთან გამომივიდა ურთიერთობა, არც სამყაროსთან, არც საკუთარ თავთან.