LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ იცით, რა რთულია გაბედო და თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ”

285
ingatamta

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, თამთა თოდაძის მიმართ მომხდარ ძალადობის ფაქტს ეხმიანება.

როგორც ის წერს, ყველა, ვინც სავარაუდო მოძალადეს, დეპუტატ ილია ჯიშკარიანს უჭერს მხარს და მსხვერპლს აბულინგებს, სამარცხვინოები არიან.

“ვინც ამ გოგოს აბულინგებთ, რომელმაც გაუპატიურების მცდელობაზე და ძალადობაზე გაბედა და ხმა ამოიღო და ვინც მოძალადე დეპუტატის გაპრავებას ცდილობთ, ხართ სამარცხვინოები. განსაკუთრებით ქალები.ვერასოდეს გისურვებთ, იგივე გადაიტანოთ და თავად აღმოჩნდეთ ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ გისურვებთ ტვინებში რევოლუციას, რომ მიხვდეთ, რა ცუდ საქმეში იღებთ მონაწილეობას. სირცხვილია !!! თქვენ არ იცით, რა რთულია გაბედო და ხმამაღლა თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ და მერე კიდევ უფრო რამდენად მძიმეა, იარო და ამტკიცო, რომ არ იტყუები. ესაა უმძიმესი გზა” – წერს ინგა გრიგოლია.

ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწის, თამთა თოდაძის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. თამთა თოდაძემ პოლიციის სამმართველო ტირილით, ადვოკატთან ერთად დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საგამოძიებო ორგანოში ამ დრომდე იმყოფება მისი დედა, ხათუნა ოქროპირიძე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების” დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g