LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრებში” – თეონა ცხომელიძე

742
cxomldznswssss-2020-03-06-09-45-04-539997

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა მიმართვას ავრცელებს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები საკონტაქტო წრეს აზუსტებენ.

“მეგობრებო პირველ რიგში მადლობა და ბოდიში – ვერ გპასუხობთ.
დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპოდენტისგან – სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრეში.
მესმის რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ ჯერ ექიმიც არ მინახავს.
ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან.
დავემატე ხვალინდელ სტატისტიკაც, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს,”-წერს თეონა ცხომელიძე.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” თანამშრომელს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები