LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მაქვს სურვილი, სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო”-დეკანოზი გიორგი მამალაძე

235
043647a9b05561799d45bc5438ec3833-XL

“არც იმედი მაქვს და არც სურვილი, ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი, უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ,” -ამის შესახებ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა მამალაძემ  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

გადაცემაში დეკანოზმ თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომაროება კვლავ რთულია, ის ხელ-ფეხს კვლავ ვერ ამოძრავებს.

“ზოგადად არ არის კარგი პირობები, ჩემნაირი ავადმყოფი აქ არ უნდა იწვეს, მაგრამ ამას ეს პერსონალი ვერ მოაგვარებს, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ დაწესებულებებს”, – აცხადებს მამალაძე.

დეკანოზმა შეწყალების საკითხეც გაამახვილა ყურადღება, როგორც ის ამბობს, მიუხედავად მისი რთული მდგომარეობისა პრეზიდენტს შესაწყალებლად თავად არ მიმართავს. ცნობისთვის, დეკანოზის ოჯახმა როგორც ამჟამინდელ, ასევე წინა პრეზიდენტსაც შეწყალების თხოვნით მანამდე უკვე მიმართა.

„თქვენ გგონიათ მქონდა შეწყალების იმედი? არა, რა თქმა უნდა. ჩემი ოჯახის წევრების სურვილი იყო, რომ მიემართათ, მე არ მინდოდა. არც იმედი მაქვს და არც სურვილი ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. წყალობას უფალი მომანიჭებს, როცა დრო იქნება. შეწყალებულ პატიმრებს რაც შეეხება, მის სინდისზე იყოს ვინ და რატომ შეიწყალა. პატიმრის შეწყალება ზოგადად სათნო საქმეა, თუმცა ამას ანგარება არ უნდა ახლდეს თან”, – აცხადებს მამალაძე.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.  თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება – ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g