LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მიგვაჩნია, რომ სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი გადაიწევს” – ეკატერინე ტიკარაძე ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებას ელოდება

96
94762425-3193173917368919-2518938919706296320-o

“სექტემბერშიც მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება, ჩვენი შვილები უნდა მოვამზადოთ ამისთვის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი ყველა იმ რეკომენდაციას ითვალისწინებენ, რომელსაც გავცემთ. მიგვაჩნია, რომ გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება ყველა იმ აბიტურიენტისთვის, ვინც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას”, – გნაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადაწევა ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი.

“დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ მიგაჩნია, რომ შეიძლება სასწავლო პროცესმა გადაიწიოს, თუმცა ჩვენც, ისევე როგორც სხვა ქეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ ახლა, ისევე როგორც სექტემბერში, მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება. შესაბამისად ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძნონ სწავლა”, – განაცხადა მინისტრმა.