LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მიმაჩნია, რომ ვაქცინა სავალდებულო უნდა იყოს გრიპის ვირუსზე – ჯანდაცვის მინისტრი

378
73117217-2770510072968641-3108240752346398720-o

“ვაქცინა არ არის პანაცეა, მე არ მიმაჩნია, რომ სავალდებულო ვაქცინაცია გრიპის ვირუსზე საჭიროა” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.​ მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო გრიპის ვირუსისთვის მზად არის. მისი თქმით, გრიპის ვირუსი ყოველ წელს და ყველა ქვეყანაშია და “ჩვენც როგომე გადავიტანთ გრიპის ვირუსს”.

“როდესაც არის გრიპის ვირუსი და ეს ვირუსი არის სეზონური, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოხდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გარკვეული დაგვიანება. თუმცა ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები, სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის. ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, მე არ მიმაჩნია, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე”. – განაცხადა ტიკარაძემ.

გრიპის სეზონი დადგა: რომელი ვირუსია გავრცელებული და როგორ უნდა დავიცვათ თავი – რეკომენდაციები ნუგზარ უბერისგან

magti 5g