LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა მოვკვდე“, „თავისუფლება ქალებს“ – ირანში ქალების საპროტესტო აქციები გრძელდება

143
ირანელი ქალები

„არ მინდა მოვკვდე“, „თავისუფლება ქალებს“ – ამ ლოზუნგებით ირანში ხმაურიანი საპროტესტო აქციები გრძელდება.

როგორც საერთაშორისო პრესაში წერენ, სტუდენტები 22 წლის გოგოს მკვლელობას აპროტესტებენ, რაშიც ისინი ადგილობრივ პოლიციას ადანაშაულებენ.

აქციის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ აქციაზე მყოფი ქალები ჰიჯაბსა და თავსაბურავს იხსნიან, ასევე თმას იჭრიან, Telegram არხებზე ვრცელდება.

ცნობისთვის, ირანელი უფლებადამცველი გოგო, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი მორალის პოლიციამ „თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის“ ბრალდებით დააკავა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა.

თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g