LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მოიპარო, ხელისუფლებას არ უყვარს კონკურენტები!“ – ჯარედ ლეტოს ცნობილი გამონათქვამები

4812
Jared Leto-fortuna.ge

მართალია, გარდასახვის ოსტატი ჯარედ ლეტო ყოველთვის განსხვავებულ და საკმაოდ რთულ როლებს ირჩევს, მაგრამ ცხოვრებისეულ პრინციპებს მაინც არასდროს ღალატობს. 

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჯარედ ლეტოს ცნობილ ფრაზებს:

* გააკეთე დღეს ის, რისი გაკეთებაც სხვას არ უნდა და იცხოვრე ხვალ ისე, როგორც სხვა მხოლოდ ოცნებობს! 

* იყავი ვინც გინდა, მაგრამ იყავი ყოველთვის ნამდვილი!

* არ ღირს სხვისი რჩევის გათვალისწინება, თვითონ გახდი მაგალითი!

* ნამდვილი გმირი ისაა, ვინც დაცემულიც შეძლებს ფეხზე დადგომას. 

* ცხოვრება მოგზაურობაა, თანამგზავრებს კი, მხოლოდ თვითონ ირჩევ.

* თუ გრძნობ, რომ ნებდები, გაიხსენე აქამდე რისთვის ითმენდი. 

* სტერეოტიპების ნგრევა და ცრურწმენებს თავის დაღწევა – რთულია, მაგრამ საშინლად  სასიამოვნო. 

* სიყვარული ის კი არაა, ვისთანაც საკუთარ თავს ხედავ, სიყვარული ისაა, ვის გარეშეც საკუთარი თავი ვერ წარმოგიდგენია. 

* არასდროს იფიქრო წარსულში დაშვებულ შეცდომებზე, უკეთესია მაღლა აწეული თავით იყურო მომავლისკენ. 

* არ მესმის, როგორ შეიძლება უღიმო ყველას. ამბობენ, ღიმილი ზრდილობის ნიშანიაო, მე კი, ვფიქრობ, მუდმივი ღიმილი მხოლოდ სიბრიყვეს მიანიშნებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები