LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვაპატიებთ დაბომბილ კორპუსებს, 500-ზე მეტ რაკეტას: ვოლოდიმირ ზელენსკი

150
ზელენსკი უკრაინელ სამხედროებთან ერთად

უკრაინის პრეზიდენტი  აცხადებს, რომ უკრაინა არავის აპატიებს საცხოვრებელ კორპუსებსა და უიარაღო ადამიანებზე სროლას, ასობით მსხვერპლს და ათასობით ადამიანისთვის მიყენებულ ტანჯვას.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ შენდობის კვირას ადამიანები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ, მაგრამ ბევრ ადამიანს ამის შესახებ საერთოდ არ ახსოვდა. ზელენსკის განცხადებით, ამ სიტყვებმა დღეს აზრი დაკარგა, ნაწილობრივ მაინც – ყველაფრის შემდეგ, რაც უკრაინამ განიცადა.

„ჩვენ არ ვაპატიებთ დაბომბილ საცხოვრებელ კორპუსებს, არ ვაპატიებთ რაკეტას, რომელიც დღეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო „ოხმატდეტის“ თავზე და 500-ზე მეტ ასეთ რაკეტას, რომლებიც მოხვდა ჩვენს მიწაზე, უკრაინაში, ჩვენს ხალხს, ბავშვებს. ჩვენ არ ვაპატიებთ უიარაღო ადამიანების სიკვდილით დასჯას, ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას. ჩვენ არ ვაპატიებთ ასობით მსხვერპლს, ათასობით და ათასობით ტანჯვას. და ღმერთი არ აპატიებს დღეს, ხვალ, არასდროს. პატიების ნაცვლად, იქნება განკითხვის დღე. დარწმუნებული ვარ ამაში“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ხუთ ქალაქს: ხარკოვს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს, ჰოსტომელსა და ვოლნოვახას ოფიციალურად მიანიჭა გმირი ქალაქის საპატიო წოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g