LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვართ სახარბიელო სიტუაციაში, ტურისტები ისეთ ქვეყნებს აირჩევენ, სადაც ხალხი აცრილია – ია თაბაგარი

64
ipiccy-image-2021-04-15-08-05-11-918625-e1618473918662

“ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დაბალია და ცუდი ის არის, რომ ქვეყანა მარკეტინგში მოიკოჭლებს”, – ამის შესახებ ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი აცხადებს.  მისი თქმით, ქვეყანაში ძირითადად უკვე კოვიდვაქცინირებული ტურისტები შემოდიან. ქვეყანას ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, აგრეთვე არაბული ქვეყნებიდან და რუსეთიდან სტუმრობენ.

„2021 წლისთვის, როგორც ზაფხულისთვის, ისე შემოდგომისთვისა და ზამთრის სეზონისთვის მიზნობრივი ჯგუფები არ გვაქვს ჩამოყალიბებული. რამდენიმე დღის წინ, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რეგულაციები მოხსნა. ეს ყველას უნდა გვცოდნოდა, რათა  მარკეტინგული ძალისხმევა იქით მიგვემართა და ეს ხალხი საქართველოში მოგვეზიდა. მაგრამ, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ისინი ისეთ ქვეყნებს აირჩევენ, სადაც ხალხია აცრილი. ჩვენთან, იმის გამო, რომ ვაქცინაციის პროცესი შენელებულია, არ ვართ სახარბიელო სიტუაციაში“, – აღნიშნა ია თაბაგარმა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას.

რაც შეეხება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში ჩართვას, ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ პროცესი დაგვიანებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები