LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარება იგეგმება

150
ipiccy_image

ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

პროექტი გარემოსთან ადაპტირებულ ღია მანეჟს, დახურულ თავლას, ამფითეატრს, ადმინისტრაციულ ცენტრსა და წრიულ საცხენოსნო ბილიკებს ითვალისწინებს. ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხეობაში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობას ზაფხულში დაიწყებს. ამ ეტაპზე კი, ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები