LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა მგონია, საქართველოში ვინმე ბედავდეს და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდეს“ – რას პასუხობს მინისტრი ე.წ. „კლანთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას

45
BeFunky-collage (2)

გარკვეული ძალები ცდილობენ ტერმინის დამკვიდრებას „კლანი“, „კლანი“, „კლანი“ – დაუშვებელია, როდესაც ჩვენ სასამართლოზე ვსაუბრობთ, სიტყვა „კლანი“ გამოვიყენოთ, იმიტომ, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფის გაერთიანებაა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სასამართლო სისტემაში არსებულ ე.წ. „კლანთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასამართლო სისტემამ 2012 წლიდან დღემდე დიდი ევოლუციური განვითარება გაიარა.

მისივე თქმით, მიზანმიმართული მცდელობაა იმისა, რომ მსგავსი ტერმინოლოგია დამკვიდრდეს, თითქოს სასამართლოში „ჩაბუდებულები არიან დამნაშავეები“.

„ზოგადად, სამწუხარო ტენდენციას ვაკვირდებით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ შემდეგი ტერმინის დამკვიდრებას და ეს არის “კლანი”, “კლანი”, “კლანი” – სასამართლოში არსებული „კლანი“. დაუშვებელია, როდესაც ჩვენ სასამართლოზე ვსაუბრობთ, სიტყვა „კლანი“ გამოვიყენოთ, იმიტომ, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფის გაერთიანებაა. თუ სადმე დამნაშავე არსებობს, რომელიც აცხადებს, რომ არის და თავად არ ერიდება ამ პოზიციის დაფიქსირებას და ამბობს, რომ არის დამნაშავე, კი ბატონო, მას შეიძლება „კლანი“ უწოდონ”, – თქვა მინისტრმა.

რაც შეეხება ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, რატი ბრეგაძის თქმით, თუკი რომელიმე მოსამართლის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ ზეწოლა ხორციელდება და მის საქმიანობაში უკანონოდ ერევიან, შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.

„ამას ვამბობ პირველად“ – ყოფილი მოსამართლე მურუსიძესთან შეხვედრას იხსენებს

„ეს განვახორციელეთ ჩვენ სუსმა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ“ – სოსო გოგაშვილი ახალ წერილში მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ საუბრობს

ხუთი დეპუტატი ყოფილი მოსამართლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

“მე არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდეს. თეორიული დაშვებაც კი იმისა, რომ მოსამართლეზე ვინმემ შეიძლება რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს, ბუნებრივია, მიუღებელია და თუკი რომელიმე მოსამართლის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ მუქარა ხორციელდება, ან მის საქმიანობაში ვინმე უკანონოდ ერევა, ბუნებრივია, ამის შესახებ მათ შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ.

ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო, ბუნებრივია, გამოძიებას ვერ დაიწყებს, თუმცა პოზიცია არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ნებისმიერი სახის ჩარევა მოსამართლის საქმიანობაში არის მიუღებელი. ეს არა მხოლოდ ჩემი პირადი პოზიციაა, არამედ ამის შესახებ საუბრობს კონსტიტუცია. ეს არის ერთ-ერთ მთავარი პრინციპი, რასაც სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი,“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას – ვოლსკი ყოფილი მოსამართლეების განცხადებებზე

 

 

ფოტო: ipn
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები