LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას – ვოლსკი ყოფილი მოსამართლეების განცხადებებზე

42
BeFunky-collage (8)

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი მოსამართლეების განცხადებებს პოლიტიკური ზეწოლის თაობაზე ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არ გამოხატავს იმ რეალობას, რასაც რეიტინგები აჩვენებს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, საქართველოს სასამართლოს “საკმარისი დონის თავისუფლება აქვს” იმისთვის, რომ მოწინავე ადგილი დაიკავოს მსოფლიოს სარეიტინგო მაჩვენებლებში.

„მოსამართლეც ადამიანია, ზოგი შეიძლება პოლიტიკურ პროცესშიც ჩაერთო, ზოგს თავის შეხედულება აქვს, რა ვიცი, შეიძლება საფუძველიც აქვს, რომ ასეთი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ ამას ყველაფერს დასაბუთება სჭირდება, სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რომელ საქმეს არ იღებენ და კონკრეტულად ვისგან აქვთ ზეწოლა.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას, ვინაიდან ეს ქვეყანა დაიღალა ამ პოლიტიკური სცენის მიღმა თამაშებით და ინსინუაციებით, მოსამართლეს განსაკუთრებით არ ეკადრება. საქმეც უნდა აიღოს და თუკი მასზე ზეწოლა ხორციელდება, ფაქტები გამოაქვეყნოს და არა ჰაერში ნასროლი ლიტონი სიტყვები.

ეს არ გამოხატავს იმ რეალობას, რაზედაც რეიტინგები მიუთითებს. საკმარისი დონის თავისუფლება აქვს სასამართლოს, მართლმსაჯულების სისტემას იმისთვის, რომ მოწინავე ადგილი დაიკავოს მსოფლიოს სარეიტინგო მაჩვენებლებში. ასე რომ, კეთილი ინებოს და ყველამ დაასაბუთოს თავის განცხადება,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა. მან “მთავარ არხთან” ინტერვიუში თქვა, რომ რიგ შემთხვევებში მოსამართლეებისგან მოითხოვდნენ გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მისი თქმით, კონკრეტულ საქმეებზე ყოფილა შემოთავაზება, რომ წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილება მიეღო.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, 14 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის” გვერდზე ემიგრაციაში მყოფი ყოფილი მოსამართლის, ანა ღელეყვას ინტერვიუ გავრცელდა.

„ამას ვამბობ პირველად“ – ყოფილი მოსამართლე მურუსიძესთან შეხვედრას იხსენებს

ანა ღელეყვა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დანიშვნების დროს მთავარი კრიტერიუმი “მათდამი ერთგულება იყო” და ეს მას პირდაპირ უთხრა ლევან მურუსიძემ, რომელიც მაშინ იუსტიციის საბჭოს მდივანი იყო.

ხუთი დეპუტატი ყოფილი მოსამართლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g