LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არამგონია, რომ სომხეთისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იყოს ზიანის მიყენება საქართველოსთვის – კახა გოგოლაშვილი

112
-1520602362-2020-09-28-15-52-13-683608

“არამგონია, რომ სომხეთისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იყოს ზიანის მიყენება საქართველოსთვის” – ასე ეხმაურება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას სომხეთის მხრიდან მათ მილსადენებზე კონტროლის დამყარების მცდელობის შესახებ.

როგორც კახა გოგოლაშვილმა “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” აღნიშნა, სომხეთს შეუძლია მილსადენების მწყობრიდან გამოყვანა, თუმცა მისი შეფასებით, ერევანი ამ ნაბიჯს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადადგამს.

„მილსადენები ტექნიკურად დაცული არ არის. სომხეთს თუ სურვილი გაუჩნდა აქვს შესაძლებლობა გამოიყვანოს მწყობრიდან, მაგრამ არამგონია, რომ სომხეთისთვის  პოლიტიკურად მომგებიანი იყოს ზიანის მიყენება საქართველოსთვის, ერთბაშად თურქეთისთვისაც და ევროპისთვის, რომელიც ასევე დაინტერესებულია ამ მილსადენების ფუნქციონირებაში. ეს ალბათ, უკანასკნელი რესურსი იქნება, რომელსაც სომხეთი მიმართავს. მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუმცა ძალიან დიდი რისკის წინაშე დააყენებს საქართველოსთან ურთიერთობებსა და ნეიტრალიტეტს” – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

საერთაშორისო თანამეგობრობა ბაქოს და ერევანს კვლავ მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ამ ფონზე კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს თურქულ ტელეკომპანიასთან განაცხადა, რომ თუ სომხეთი მათ მილსადენებზე კონტროლის დამყარებას ეცდება, უმკაცრესი შედეგი დადგება. ამავე ინტერვიუში ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი თურქეთის ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g