LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირ ნდობას არ იმსახურებს IRI-ს დაკვეთილი კვლევები: ღარიბაშვილი

84
ირაკლი-ღარიბაშვილი-1

“ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე, არიან უშუალოდ მართულნი და კონტროლირებულნი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ.” – ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინსიტრმა ჟურნალისტების კითხვაზე – როგორ შეაფასებდა გუშინ კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არასოდეს ენდობოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე და შესაბამისად, ნდობას არ იმსახურებს არც “აირაის”, არც “ენდიაის” კვლევები:

“თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, ჩვენ არასოდეს არ ვენდობოდით “ნაციონალური მოძრაობის” კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე, აქვე მინდა დავადასტურო – ჩვენ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ “აირაის” და “ენდიაის”, მაგრამ  ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე, არიან უშუალოდ მართულნი და კონტროლირებულნი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, შესაბამისად არანაირ ნდობას არ იმსახურებს არც “აირაის” არც “ენდიაის” დაკვეთილი კვლევები, რადგან მათ მიერ დაკვეთილი და შესრულებული კვლევები ტარდება “ნაციონალური მოძრაობის” კვლევითი ორგანიზაციების მიერ.” – თქვა მან.

პრემიერმა მოახლოებულ არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება, საზოგადოებას მოუწოდა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და არჩევანი დააფიქსირონ და აქვე აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად იქნება მობილიზებული, რათა სამაგალითო არჩევნები ჩატარდეს:

“ყველაზე მთავარი ეს არის არჩევნების დღე. არჩევნების დღე დავნიშნეთ 2 ოქტომბერს, ყველას მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ, დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი, შესაბამისად ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდეს შემდგომი წლები ჩვენს ქვეყანაში.

მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებაზე. მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ.” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g