LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამზრახველი არ ჰყოლია, მარტო მოქმედებდა.. წინააღმდეგობა არ გაუწევია და სახეზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, შესაძლოა, დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს – საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი

79
Untitled design (1)

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 20 სექტემბერს, ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ გრიგოლ ნარსიას შესაძლოა თანამზრახველი ჰყავდეს, ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს.

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს 5 ადვოკატი დაიცავს

ამის შესახებ „ფორტუნას“ ნარსიას ერთ-ერთმა ადვოკატმა სოსო ქუთათელაძემ განუცხადა და ასევე იმ დაზიანებებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ნარსიას აქვს.

ადვოკატის თქმითვე, დაკავებულისთვის პროკურატურას ბრალდება ჯერ არ წარუდგენია:

„როგორც თვითონ აცხადებს, არანაირი თანამზრახველი არ ჰყოლია, მოქმედებდა მხოლოდ და მხოლოდ თვითონ, არავისთან ერთად არაფერი დაუგეგმავს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ასახელებს, ასე ვთქვათ, დანაშაულის ჩამდენად.

აქვს მრავლობითი დაზიანებები სახეზე, როგორც თვითონ ამბობს, აყვანის დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მე დარგის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ სახეზე აშკარად გამოხატული სისხლნაჟღენთები, დაჟეჟილობები, თვალ-ბუდის მიდამოებში შესიება და შუბლზე მრავლობითი ნაკაწრები აქვს, წინააღმდეგობა არ გაუწევია და, ამის მიუხედავად, აქვს დაზიანებები.

ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ, შესაძლოა, დაკავების დროს მასზე ფიზიკურად იძალადეს, იმიტომ, რომ, სხვა მხრივ, ამის გარეშე შეუძლებელია, რომ პირს ეს დაზიანებები ჰქონდეს.

ბრალდება ჯერჯერობით არ აქვს წარდგენილი, სავარაუდოდ, ხვალ წარედგინება. საუბარი ნაადრევია, ტერორიზმთან დაკავშირებული ვფიქრობ არაფერი იქნება, რადგან რეალურად, მუხლობრივად ტერორიზმი არ იყო ქმედება, რაც მან ჩაიდინა, ასაფეთქებელი, რა თქმა უნდა, არ იყო ასაფეთქებელი ნივთიერება და ეს იყო ხელნაკეთი – მარილისგან და პლასტმასისგან, რეზინის მილებისგან შეფუთული პაკეტები“, – ამბობს სოსო ქუთათელაძე „ფორტუნასთან“.

რაც შეეხება დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის მოთხოვნას, ადვოკატი აცხადებს:

„შესაძლებელია, საგამოძიებო ორგანოებმა ეს ექსპერტიზა თავად მოითხოვონ, ყველა ვერსიას განვიხილავთ, მაგრამ ზუსტად ჩამოყალიბებულები არ ვართ, საჭიროება ჯერჯერობით არ ჩანს და ვნახოთ, რა მოხდება“, – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში სოსო ქუთათელაძე.

შეგახსენებთ, ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 37 წლის გრიგოლ ნარსია სამართალდამცველებმა გუშინ 10-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

„შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს.. ტანზე რაც ჰქონდა სათამაშოებიდან იყო აწყობილი“ – ადვოკატი თავდასხმის სავარაუდო მიზეზზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g