„არასოდეს მეგონა თუ კატების ნაკბენებით საავადმყოფოში მოვხვდებოდი. არც ის მეგონა თუ ცხოველების გამო ოდესმე მომიწევდა დატბორილ მოსახლეობაში ცურვა“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი და „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური, ლადო გამსახურდია და ხერსონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
„წყლიდან გამოყვანისას კატები ცოფიანი ძაღლებივით იკბინებოდნენ, ალბათ შეშინებულები.
„მე აფხაზეთიდან ვარ და საკუთარი თვალით ვხედავ, რომ ჩემს სახლამდე გზა სწორედ ამ ომით მიდის.. ჩემთვის უკრაინაში ბრძოლა თავისუფლებისკენ პირდაპირი გზაა“ - უკრაინაში მებრძოლი ქართველის ემოციური ინტერვიუ „ფორტუნასთან“
ლადო გამსახურდია ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად ომის დაწყებიდან მალევე, მარტის თვეში წავიდა. „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური 8 თვეზე მეტია მტრის წინააღმდეგ იბრძვის.
ჰესის მოვლენები არის დასტური, რომ რუსეთი არა მარტო გენოციდის საშიშროება, არამედ ეკოციდის საშიშროებაცაა დედამიწაზე.
მადლობა კავკასიის ლეგიონის ბიჭებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ეხმარებოდნენ ხალხს და ცხოველებს ამ მძიმე და საშიშ ჟამს. მეამაყებით ბიჭებო. (ხერსონის ამბები)“. – წერს ლადო გამსახურდია.