LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა ქართველ მეომარს უკრაინაში ამ წელს გამარჯვება დაგებედოთ…მინდა ამაყი და თავაწეული დავბრუნდე საკუთარ სახლში, გუდაუთაში” – ლადო გამსახურდია

172
BeFunky-collage - 2023-01-02T224146.749

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში საზოგადოებას ბედობას ულოცავს და უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებს ბრძოლაში გამარჯვების დაბედებას უსურვებს.

“ბედობა” არის ჩვენი ტრადიციის ნაწილი და არა ერთი ფილმი თუ სიმღერაა მიძღვნილი ამ დღესასწაულზე.

მომწონს ეს დღე მიუხედავად იმისა მჯერა თუ არა. კარგი მიზეზია საყვარელი და ახლობელი ადამიანების მიმართ სურვილების გამოსახატავად სიტყვით.

მე მინდა გისურვოთ ჩემო საყვარელო ადამიანებო , ჩემო Caucasus Legion -ის მეომრებო, ჩემო გმირებო,
ასევე ყველა ქართველ/კავკასიელ მეომარს უკრაინა რუსეთის ომში “ქართული ლეგიონი” დაგბედებოდეთ გამარჯვება ამ წელს და განგეგმიროთ ბოროტების ურჩხული ვითარცა წმინდა გიორგიმ განგმირა შუბით გველეშაპი.

მისი მადლი გფარავდეთ და წინამძღვარი ყოფილიყოს ამ სამართლიან ომში!

ყველა ჩემს ახლობლებს და მეგობრებს, ყველა ქართველს და კავკასიელებს გისურვებთ გეზეიმოთ ჩვენი გამარჯვებით და ხარობდეთ რათა ჩვენი გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება, თქვენი შვილებისა და ახლობლების მომავლის გაუმჯობესება, რომელიც უნდა დაიწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით!

მე კი მინდა ამაყი და თავაწეული დავბრუნდე საკუთარ სახლში გუდაუთაში,
რადგან მე ქუჩის ძაღლი არ ვარ ვინმემ პანღურით გამაგდოს ჩემი სახლიდან!

ჩემი სახელმწიფო მმართველებს თუ მაგის ზურგი არ გააჩნიათ, მისი მოქალაქე დაიცვან საკუთარ სახლში, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ ამას!

დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!

დაგვბედებოდეს ნატვრის ახდენა თითოეულ ჩვენგანს!”, – წერს ლადო გამსახურდია.

„ყირიმის შეტევისთვის მინდა „კავკასიის ლეგიონი“ უმაღლეს მზადყოფნაში მყავდეს – გენერალმა ზალუჟნიმ ოქტომბერში სასტუმროს ნომერი დაჯავშნა და ფოიერვერკები შეუკვეთა“ – ლადო გამსახურდია

„უკრაინაში ჩამოსული ქართველის ოცნებაა აქ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, სხვაგვარად აქ დაღვრილ სისხლს ფასი არ ექნება“ – უკრაინაში მერძოლი ლადო გამსახურდია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g