LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინაში ჩამოსული ქართველის ოცნებაა აქ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, სხვაგვარად აქ დაღვრილ სისხლს ფასი არ ექნება“ – უკრაინაში მერძოლი ლადო გამსახურდია

466
BeFunky-collage (5)

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გიორგი გრიგოლიას გარდაცვალებას უკრაინაში მყოფი მებრძოლი, ლადო გამსახურდია ეხმაურება და წერს:

“უკრაინაში ჩამოსული ქართველის ოცნებაა აქ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, სხვაგვარად აქ დაღვრილ სისხლს ის ფასი არ ექნება რაც ჩვენ გვსურს.

ამ ოცნების ახდენა სისხლი, ცრემლები, აფეთქებებისა და ოხვრა-გოდების გარეშე სამწუხაროდ ვერ მოხერხდება, რადგან ისევ და ისევ რუსეთი არ დაუშვებს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დალაგებას.

ვემზადოთ ომისთვის, ვემზადოთ სისხლისთვის, ვემზადოთ გოდებისთვის!

კიდევ ბევრი დედა ჩაიცვამს შავებს მომდევნო სასტიკ ომებში, ყველა მხარეს…

თუ ვერ გავაჩერეთ მსოფლიოში ყველაზე ბოროტი ადამიანი ვლადიმირ პუტინი!

კიდევ ერთი ქართველი გიორგი გრიგოლია გმირულად დაეცა უკრაინის ფრონტზე! დიდება გმირებს!”,- წერს ლადო გამსახურდია.

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ცხედარი კიევშია გადასვენებული. არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცი 3 დღის წინ ქალაქ ბახმუტთან, საარტილერიო შეტევის დროს უკრაინელ სამხედროებთან ერთად დაიღუპა. გიორგი გრიგოლიას ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებისთვის ახლა უკრაინაში შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

mazda magti 5g