LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არავის წინაშე ჩემი სიცოცხლით ვალდებული არ ვარ და ის სამხედრო ფიციც იმიტომ დავდე, რომ მაიძულეს” – მუსიკოსი შოთა ადამაშვილი

357
10624038-10204728068023463-1836892496262742444-o

მუსიკოსი შოთა ადამაშვილი, “ფეისბუქში” სამხედრო სავალდებულო სამსახურზე სტატუს აქვეყნებს. ადამაშვილი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სავალდებულო სამსახურის არიდების მიზნით “გირჩის” “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობის აღებას უარყოფითად აფასებს.

“ვინც გარედან დასცინის და აძაგებს ხალხს, რომელმაც სავალდებულო სამსახურის თავიდან არიდების მიზნით “გირჩს” მიმართა, თუ გინდათ, ჩემს ამბავს მოგიყვებით, რომელიც სხვა ბიჭებისგან დიდად არ განსხვავდება:

2010 წელს დაცვის პოლიციაში დავიწყე სავალდებულო სამსახურის იძულებით მოხდა. არც სამხედრო ბილეთი მჭირდებოდა და არც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის დაწყებას ვაპირებდი.

დაცვის პოლიციაში ჯარის მოხდა ყველაზე იოლი ფორმად ითვლება, ასე რომ, შეგიძლიათ, სხვებისაც მოისმინოთ.

დასაწყისში ათდღიანი კარანტინი გავიარეთ და იმხელა ხმაზე გვაყვირებდნენ, ორიოდე კვირა სალაპარაკო ხმა ძლივს მქონდა. მუსიკოსი ვარ და ფულს ქუჩაში სიმღერით ვშოულობდი. იმ დღეებში, ჩემები წამეხმარნენ, თორემ მშიერი დავრჩებოდი.

მორჩა კარანტინი და ორთაჭალაში ფინანსთა სამინისტროს დაცვაში გამამწესეს. 3 დღეში ერთხელ 24-საათიანი მორიგეობა ყოველგვარი ძილის უფლების გარეშე 75 ლარის სანაცვლოდ. არც კვება გვეკუთვნოდა. თუ რომელიმე ჯარისკაცი სავალდებულო სამსახურს დაასრულებდა და კადრები დაგვაკლდებოდა, ორ დღეში ერთხელ ვმორიგეობდით.

თავისუფალ დღეებში, ქუჩაში დაკვრით 10-15 ლარს ვაგროვებდი და ეს იყო გზისა და 24-საათიან ცვლაში კვებისთვის სამყოფი ფული. ზოგჯერ 5-6 ლარს ვდებდი, რომ დანაზოგი მთლად არ გამთავებოდა, პურს, არაჟანს და ცხელ შოკოლადს ან ყავას ვყიდულობდი. გამოფხიზლებაში არც ყავა გვყოფნიდა, მაგრამ თავს ვიტყუებდით.

თბილისის მერის 2010 წლის არჩევნებზე ვაკის ერთ-ერთ სკოლაში 48-საათიან მორიგეობაზე, სამ სხვა ჯარისკაცთან ერთად, შეუცვლელად ვიყავი.

თავი დავანებოთ იმას, თუ რამდენ ზიანს აყენებს ორგანიზმს უძილობა, დეპარტამენტის წარმომადგენლები ღამე აფთრებივით დაძრწოდნენ, რომ იქნებ რომელიმე რიგითისთვის შარი მოედოთ, ჩაძინებულზე წაესწროთ, კონტრაქტი გაეუქმებინათ და 12-დან 11 თვეც რომ ჰქონოდა ნამსახურები, ერთწლიანი სამსახური ხელახლა დაეწყო.

ერთი წელი ამ სირობას შევწირე, ფაქტობრივად, უფასოდ ძალით მამუშავეს და სახელმწიფო კიდევ უმადურია ჩემი და იმ ხალხისა, ვინც ჩემსავით იწვალა, მახინჯი კანონის გამო დაიზიანა ჯანმრთელობა და დროც დაკარგა. ეს ნაბიჭვარი იგნორანტი ხალხი კიდევ ენაწაგრძელებული მორალს გვიკითხავს.

ავარიაში დაღუპული 24 წლის ბიჭი მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალეს

შაკო ბარამიძის ახლობლებმა მიცვალებულისთვის წესის ასაგებად რამდენიმე ადგილობრივ მღვდელს  მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.

არავის წინაშე ჩემი სიცოცხლით ვალდებული არ ვარ და ის სამხედრო ფიციც იმიტომ დავდე, რომ მაიძულეს” – წერს მუსიკოსი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია, მღვდელმსახურის მოწმობას ნებისმიერ მსურველზე გასცემს, რასაც ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გასათავისუფლებლად იყენებენ.

ეს საკითხი მას შემდეგ გახდა განსაკუთრებული განხილვის საგანი, რაც ავარიაში დაღუპულ შაკო ბარამიძეს “გირჩის” მოწმობის გამო სასულიერო პირებმა მართლმადიდებლური წესი არ აუგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები