LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება, სიმშვიდე შევინარჩუნოთ – რუსეთთან მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია: ირაკლი ღარიბაშვილი 

184
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება, რადგან რუსეთთან სიტუაციის დეესკალაცია მოახერხეს. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ეროვნული, პრაგმატული და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოახერხა ის, რომ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას.

„მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს. საჭიროა, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით, პრაგმატული, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას. ამასთანავე, პარალელურად, ჩვენ მივაღწიეთ ყოველგვარი დანაკარგების, ყოველგვარი დესტაბილიზაციის გარეშე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, უვიზო რეჟიმს და თავისუფალ ვაჭრობას. პარალელურად, ჩვენ მოვახერხეთ, ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავასტაბილურეთ, მათ შორის, რუსეთთანაც მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი: ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან

საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში: ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g