LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია: კობახიძე

103
1

“ჩვენ 30 ოქტომბერს გვიპირისპრდება არა ჯანსაღი, პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია, არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, პარტიის მხარდამჭერთა შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნებში გამარჯვება და მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს – საბოლოოდ დაამთავრონ პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადაიყვანონ:

“30 ოქტომბერს ტარდება 2024 წლამდე ბოლო არჩევნები. დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს საბოლოოდ დავამთავროთ ქვეყანაში პოლარიზაცია და ის განვითარების სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი აუცილებელია 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ.

30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი უსამშობლობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის; ძალადობასა და თავისუფლებას შორის; სიცრუესა და სიმართლეს; სიძულვილსა და სიყვარულს შორის; არეულობასა და მშვიდობას შორის; 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი წინსვლის, საქართველოს ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე.” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყო.

განცხადებები აქციიდან:

“დღეს აქ შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები” – აქციის მონაწილეებს პრემიერმა მიმართა

ირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია და რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა

სამართალი ყველასთან მივა, არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, ტერიტორიების დაკარგვას, პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფას: ღარიბაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g