LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არის წუთები, როდესაც დუმილი ღალატს ნიშნავს! ვაღიაროთ, რომ სხვისი სიკვდილით, ჩვენც გვაკლდება…”

10728
BeFunky-collage (2)

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის, სანდრო ბერაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოყვა.

ოთო ნემსაძე: გვიღუპავენ კიდევ ერთ თაობას და სასწრაფოდ რამე რეგულაციებია მოსაფიქრებელი

დოლიძე სანდრო ბერაძის გარდაცვალებაზე: შევწყვიტოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის შეწირვა!

სანდრო ბერაძის ცხედარს დღეს, ცხვარიჭამიის ტერიტორიაზე მიაგნეს. ახლობლები სანდროს გაუჩინარების მიზეზად მის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას ასახელებდნენ.

მომხდარმა ფაქტმა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კიდევ უფრო გაამძაფრა და ადამიანები კვლავ მწვავე რეალობის წინაშე დააყენა.

გთავაზობთ სტუდენტ ნიკა ჯიაძის სტატუსს:

“დღეს ერთი ჩვენი თანამოძმე დავკარგეთ – სანდრო ბერაძე.

გულსატკენი და სამწუხაროა,
ძალიან დამძიმდა მდგომაროება ქვეყანაში. როგორც წერენ აზარტული თამაშებმა გამოიწვია ეს ტრაგედია.

რას ვფიქრობთ?
ეს ხომ ბოროტებაა, მაგრამ თურმე ბოროტებას „სასარგებლო მხარეც” აქვს ზოგიერთებისთვის. და ამიტომ გავჩერდეთ და გავჩუმდეთ?!
ეს ის შემთხვევაა, როცა
ბოროტებით სარგებლობს ათი, მაგრამ იღუპება სრულიად ერი.

დღეს ყველამ უნდა ვაღიაროთ რომ სხვისი სიკვდილით, ჩვენც გვაკლდება.
ძმის საზრუნავი, ჩემი საზრუნავია!
თუ ბოროტებასთან ბრძოლა შეგვიძლია და არ ვებრძვით, ამ ბოროტების მონაწილენი გამოვდივართ.

ნუ მეტყვი რომ განაღვლებს სხვისი სიკვდილი, როცა არ ზრუნავ შენს ძმაზე.
ნუ მეტყვი რომ გადარდებს ადამიანთა სიცოცხლე, თუ არ ამოიღებ ხმას.
ნუ მეტყვი რომ გტკივა, თუ არ ლოცულობ სხვებზე.
ნუ მოიტყუებ თავს.

არის წუთები, როდესაც დუმილი ღალატს ნიშნავს!!

ხშირად ქვეყანა ბევრს იტანჯება, არა ბოროტ ადამიანთა ბობოქრობის გამო, არამედ კეთილ ხალხთა უშფოთველობის გამო.

ცხოვრებაში ყველაზე გამომწვევი, გარდაუვალი და ვაჟკაცური კითხვაა: რას აკეთებ სხვებისთვის?”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g