“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მომღერალი ოთო ნემსაძე ეხმაურება.
,,ონლაინ კაზინოებს უკვე კულტურულ მნიშვნელობას ანიჭებენ და რაღაც აუცილებელ დღის წესრიგად აქცევენ!!!
კლავს !!!!
ანევროზებს !!!!
ღუპავს !!!!
ღრმა დეპრესიაში აგდებს !!!!
გვიღუპავენ კიდევ ერთ თაობას და სასწრაფოდ რამე რეგულაციებია მოსაფიქრებელი.
არა “გემბლინგს” !!!!!
პ.ს. არავინ დამიწყოს კამათი, რომ მარტო იმ ადამიანების ბრალია ვინც თამაშობს”- წერს ოთო ნემსაძე
დოლიძე სანდრო ბერაძის გარდაცვალებაზე: შევწყვიტოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის შეწირვა!
,,ხმა ამოვიღოთ აზარტული თამაშების უბედურების წინააღმდეგ"
სანდრო ბერაძის ცხედარს დღეს, ცხვარიჭამიის ტერიტორიაზე მიაგნეს.
ახლობლები სანდროს გაუჩინარების მიზეზად მის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას ასახელებდნენ. ბოლო ინფორმაციით გამოჩნდა ტაქსის მძღოლი, რომლის განცხადებითაც სანდრო ბერაძე სოფელ ზემოლელუბანში დატოვა. 29 წლის სანდრო ბერაძეს ოჯახი 4 დღე ეძებდა.