LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არსებობს ვიზიტის 2 ძირითადი მიზეზი“ – საქართველოს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს

92
BeFunky-collage (2)

დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევია. ვიზიტის ფარგლებში​ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

14:00 საათზე კი მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი – ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“, – აღნიშნა ელჩმა და დასძინა, რომ  ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის მიერ წარდგენილ 12 რეკომენდაციისა და ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას განიხილავენ.

„დღეს ჩვენ გვაქვს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი. ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო.

არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი. პირველი არის 12 რეკომენდაციასთან და მის განხორციელების გზასთან დაკავშირებული განხილვა, მეორე მიზეზი კი არის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ჩვენს პროექტებთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის მხარდაჭერით. ეს ეხება მდგრადობას, დაკავშირებულობას, ციფრულ და მწვანე ეკონომიკას.

ყველა ეს საკითხი განიხილება დღეს და ხვალ. ძალიან დატვირთული პროგრამა გვაქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით. ჩვენ ასევე შევხვდებით პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს. გვექნება შეხვედრები პარლამენტში ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“, – აღნიშნა ელჩმა.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრებზე აუცილებლად იქნება საუბარი იმ 12 პრიორიტეტზე, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს დაუსახა იმისთვის, რომ ახლო მომავალში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელი გახდეს, – ამის შესახებ

ევროკომისრის თბილისში ვიზიტის შესახებ ისაუბრა ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა და აღნიშნა, რომ “ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრებზე აუცილებლად იქნება საუბარი იმ 12 პრიორიტეტზე, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს დაუსახა იმისთვის, რომ ახლო მომავალში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელი გახდეს”.

„მოგეხსენებათ, რომ ივნისის გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა საქართველო გაფართოების კალათაში გადაიყვანა, შესაბამისად, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რა თქმა უნდა, ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნება იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ ახალმა რეალობამ მოუტანა საქართველოს. შეხვედრებზე აუცილებლად იქნება საუბარი იმ 12 პრიორიტეტზე, რომელიც ევროკომისიამ დაუსახა საქართველოს იმისთვის, რომ ახლო მომავალში გახდეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელი. შესაბამისად, ქართული მხარე ევროპულ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას 12 პრიორიტეტის მიმართულებით, განხორციელებული სამუშაოების და ზოგადად, პროცესის მიმართულებით. რა თქმა უნდა, შეხვედრებზე ასევე საუბარი იქნება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით, ისევე, როგორც იმ ფლაგმანი ინიციატივების განხორციელების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად შეიმუშავეს დაახლოებით ერთი წლის წინ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაკავშირების თემატიკას, იმ ინიციატივებსა და პროექტებს, რომელიც კავშირშია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროსთან. ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი, რა თქმა უნდა, შეხვედრებს გამართავს, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იქნება გაფართოებული შეხვედრა ეკონომიკური და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან და ინსტიტუტებთან, განიხილება ის ეკონომიკური, თუ სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს“- განაცხადა მახარობლიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები