LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი რამის გაფიქრება, როგორ შეიძლება? ოფიციალური წერილიც კი არ შემოსულა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან“ – რატომ არ მონაწილეობდნენ „ჩვენი ხმა ევროპას“ კამპანიაში თსუ-ს სტუდენტები – რექტორის პასუხი ზურაბიშვილის განცხადებაზე

169
სალო მზა

„არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ ინიცირებულ პეტიციასთან დაკავშირებით -„ჩვენი ხმა ევროპას“ განაცხადა.

„ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი – შიგნით არ შეიძლებაო იმიტომ, რომ ვითომც ეს არის რაღაც პოლიტიკური ღონისძიება.

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა არის პოლიტიკა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არის სხვა რამ, რაც ყველგან, ყველა სივრცეში უნდა იყოს თავისუფალი. თავისუფლება ეს არის და ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, ამ თავისუფლებისთვის, რომ არავინ არავის მიმართ არანაირი მუქარით არ სცადოს აზრების შეცვლა ან გავლენის მოპოვება. ეს არის ის ღირებულებები, რაც არის ქართული ღირებულება ოდითგანვე და რაც არის ევროპული ღირებულება ასევე ოდითგან“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა:

„ვეკუთვნი თაობას, რომელიც 90-იანი წლებიდან ველოდებით იმ შანსს, როდესაც ჩვენთვის ევროპის კარი გაიღება, მათ შორის, მანამდე, სანამ ქალბატონი სალომე საქართველოში ჩამოვიდოდა, ასეთი რაღაცის გაფიქრებაც როგორ შეიძლება?! – არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული,“- თქვა სამუშიამ

როგორც მან აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველასთვის ღიაა, მათ შორის პეტიციისთვის ხელის მოწერის მსურველებისთვის, მაგრამ ამასთან, არსებობს პროტოკოლი, რომლის დაცვაც სასურველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები