LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „პრეზიდენტის ფიქრები, რეზიდენტი ვიქნები“

144
გურამ მაჭარაშვილი

„სალომე ზურაბიშვილის ექვსწლიანი ვადა ნამდვილად ნეგატიურად ორიგინალური იქნება და ისტორიაში შევა შემდეგი დასახელებით: „პრეზიდენტობიდან რეზიდენტობამდე“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავენ.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტმა ხალხისგან ლეგიტიმაცია დაკარგა:

„როცა გლობალური ომის პარტია დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილს პრეზიდენტობაზე მეტად, რეზიდენტობა შეეძლო, პირდაპირ უთხრა: „სალო, ვერ შედექი პრეზიდენტად, გამოდგები რეზიდენტად“. ზურაბიშვილმაც პასუხი არ დააყოვნა: „პრეზიდენტის ფიქრები, რეზიდენტი ვიქნები.“

ასე შედგა გარიგება ზურაბიშვილსა და უცხოურ ძალას შორის. ამ დღიდან დაკარგა მან ლეგიტიმაცია ხალხისგან და შეიძინა უცხოური ძალებისგან. ზურაბიშვილმა ლეგიტიმაცია ხალხისგან დაკარგა, როდესაც კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც საკუთარ ქვეყანაზე თქვა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.