LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში. ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა“ – გიგა მაქარაშვილი

228
გიგა მაქარაშვილი

მოძრაობა „სირცხვილიას“ ყოფილი წევრი გიგა მაქარაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „სირცხვილიას“ დარეგისტრირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „მისი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა“.

როგორც გიგა მაქარაშვილი განმარტავს, „2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ აქვს ორგანიზაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ „სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა მასთან, რადგან ორგანიზაციიდან ოფიციალურად წამოსულია“.

„რუსული კანონით რომელიმე ორგანიზაციის დარეგისტრირება კი არაა პრობლემა, ამ გადაწყვეტილების ტრაგიზმი ისაა, რომ „შემგუებლობის“ დანერგვის პოლიტიკას, ხელისუფლებას ეხმარება“ – სალომე სამადაშვილი

„სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს, სირცხვილია“ – თამარ კორძაია

ხელები შორს ორგანიზაცია „სირცხვილიასგან” – „სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია! – მამუკა მდინარაძე

„სირცხვილიას“ გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ პოსტზე „დამთაგეს“, მწერენ, მედიები რეკავენ და მიწევს განმარტების გაკეთება! ომის დაწყებიდან 2 კვირაში უკრაინისკენ დავიძარი და მას მერე დროის უდიდეს ნაწილს იქ ვატარებ, რამაც ბუნებრივია ჩამომაშორა ჩემთვის ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციის საქმიანობას! ამას უკვე მოყვა ჩემი ოფიციალური წამოსვლა ორგანიზაციიდან (შესაბამისი გადაწყვეტილება იძებნება საჯარო რეესტრში) და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო! მ„სირცხვილია“ მუდმივად იყო ცოცხალი ორგანიზმი, შესაბამისად ხალხის მისვლა და წამოსვლაც ძალიან ბუნებრივი ამბავი მგონია! ამიტომაც თავის დროზე არ ჩავთვალე საჭიროდ რაიმე საჯარო განცხადების გაკეთება. ავდექი და წამოვედი ისე, როგორც არაერთი ჩვენიანი მოიქცა. შესაბამისად, უკვე 2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში! რაც იმას ნიშნავს, რომ „სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია. ორგანიზაციაში რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ბევრი უბრძოლიათ ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის!

მათ აქვთ საკმარისზე მეტი გამოცდილება, კომპეტენცია და განათლება იმისთვის, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაზე დასმულ კითხვებს პასუხი გასცენ, ასე რომ ჩემგან ამ თემაზე მეტი კომენტარი არ გაკეთდება! აქვე ვიტყვი, რომ ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა“, – განაცხადა მაქარაშვილმა.

პოპულარულები