LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს, სირცხვილია“ – თამარ კორძაია

141
თამარ კორძაია

მოძრაობა „სირცხვილიას“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებას, ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ეხმაურება და აცხადებს, რომ „სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი აქვს, რომ ეს სირცხვილია“.

კორძაიას განმარტებით, რეესტრში დაურეგისტრირებელი ორგანიზაციებისათვის ჯარიმების დაკისრება 3 სექტემბერს დაიწყება, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ ვადამდე უნდა გამოაცხადოს.

ხელები შორს ორგანიზაცია „სირცხვილიასგან” – „სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია! – მამუკა მდინარაძე

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდება

„თქვენ ხედავთ, როგორ იბრძვის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის გზას დაადგეს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ამის ყურება, როცა საკონსტიტუციო სასამართლოც კი, პროცესუალურად, არაუფლებამოსილ პირს უფლებას აძლევს, საკუთარი პოზიცია გამოხატოს კანონის დაშვებასთან, შეჩერებასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი იმას გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება იმედის მომცემი არ იყოს, მაგრამ ჩვენ, დღეს, ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენს მიერ მოწვეული სპეციალისტი, ენათმეცნიერი მეცნიერულად აუხსნის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს იმას, რომ „უცხო“ ნამდვილად არის უცხო, იმას, რომ ყველა ტერმინი ამ კანონში აბსოლუტურად მასტიგმატიზირებელია და ამ ტერმინოლოგიის კანონმდებლობის შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევდი ზიანი თითოეული მოქალაქისათვის. იმედი მაქვს, რომ არგუმენტებს, ამ მეცნიერულ დასაბუთებას საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებით მოეკიდება“, – განაცხადა კორძაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები