LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშკარად დაიწყებენ ალტერნატიული წყაროების ძებნას – რა შესაძლებლობას გვაძლევს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებისთვის დაფინანსების შემცირება

174
BeFunky-collage (6)

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი, რომ რუსეთი გეგმავს დაფინანსების შემცირებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონებისთვის.

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, დღეს, 17 მარტს, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტში მყოფ, შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურს მიმართა – ფაქტი, რომ ფინანსური ტრანზაქციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემცირებულია, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეფასებული, როგორც ჩვენთვის დამატებითი შესაძლებლობა, რომლის გამოუყენებლობაც დიდი შეცდომა იქნება.

რა შესაძლებლობებს ფანჯარა იხსნება საქართველოსთვის, რა უნდა იყოს გათვალისწინებული სტრატეგიულ ხედვაში და რამდენად დიდია შანსი, რომ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ვიხილოთ ძვრები? – საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” კონფლიქტოლოგმა, გიორგი კანაშვილმა ისაუბრა.

“ალბათ, ბატონი ხოჯევანიშვილის კითხვა ნაწილობრივ მაინც უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ ზუსტად 3 დღის წინ, აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო ჩასული. მან დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფინანსურ-ეკონომიკური დამოკიდებულება უნდა შემცირდეს”, – აღნიშნა კანაშვილმა.

საუბარია იმაზე, რომ რუსეთის გადაწყვეტილებით, მომდევნო სამ წელიწადში, 2025 წლისთვის თანდათან შემცირდეს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებზე რუსეთის თანადაფინანსების წილი.

გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტით გარკვეულწილად იკვეთება შესაძლებლობები, თუმცა ასევე, ბევრია დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში.

“აფხაზი ეკონომისტების საკმაოდ გაუგებარია შემცირებული დანაკლისები რანაირად შეივსება, რადგან აფხაზეთისა (70%) და ცხინვალის (90%) ბიუჯეტები, რუსეთიდან პირდაპირი დახმარებებით ივსებოდა, ფაქტობრივად გადარიცხვებით. ასეთი სცენარისთვის, ახლა არცერთი ოკუპირებული ტერიტორია არ არის მზად, რომ რეალურად შეავსონ ეს დანაკარგები. ეს არის მათთვის გამოწვევა და გარკვეულწილად იკვეთება შესაძლებლობები ზოგადად, ბევრია დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში.

ჩვენს შემთხვევაში გაჩნდება შესაძლებლობები, რომ თუ აფხაზებსა და ოსებს მიეცემათ საშუალება და რუსებიც თანახმა იქნებიან, აშკარად დაიწყებენ ალტერნატიული წყაროების ძებნას.

ეს შეიძლება იყოს: ეკონომიკური კავშირების გაძლიერება დანარჩენ საქართველოსთან, იგივე ქართულ ბაზართან წვდომის გაზრდა იქნება მათი სურვილი. სოჭის მიმართულებიდან ბევრი ფრენა იკრძალება სანქციების კონტექსტში, ამიტომ ქუთაისის აეროპორტი გახდება უფრო პერსპექტიული და საინტერესო, მაგალითად, აფხაზებისთვის, ცხინვალი და ოსებისთვის, თბილისის.

შეიძლება, საქართველოს გავლით დასავლური ფულის იქ შესვლა. დანარჩენ საქართველოსთან რაღაც სხვა ტიპის კავშირების გაძლიერება, ბუნებრივად გახდება მათი ინტერესის სფერო, რადგან საიდან უნდა მოიძიონ [ფინანსები], ვის უნდა ევაჭრონ? სხვა კონტაქტები მათ არ აქვთ. რა თქმა უნდა, ამაზე საფიქრალია.

ჯერჯერობით, გულწრფელად, რომ გითხრათ ამ მხრივ დიდი მუშაობა და ფიქრი საქართველოს მხრიდან არ შემიტყვია. ყოველ შემთხვევაში არაფერი თქმულა საჯაროდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა გიორგი კანაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა”.

ასევე იხილეთ:

“ემზადებიან იმისათვის, რომ ადგილობრივებსაც მოუწევთ წასვლა, შეიძლება აფხაზებსაც” – გიორგი კანაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ძალების გასვლაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g